ახალი ზელანდია (ინგლ. New Zealand; მაორი. Aotearoa) — კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია ორ დიდ, — ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებზე, — მრავალ მცირე კუნძულებზე. ქვეყნის დედაქალაქია ველინგტონი, უდიდესი ქალაქი — ოკლენდი. ახალი ზელანდიის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 4,451,017 ადამიანს (2013 წლის მონაცემებით). ქვეყანა არის კონსტიტუციური მონარქიის და დემოკრატიული პარლამენტის პრინციპზე აგებული და შედის განვითარებული ქვეყნების სიაში.
სექციების სია
[ჩვენება]დემოგრაფია[რედაქტირება]
ახალი ზელანდიის მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის მონაცემებით 4,213.418-ია. 1995 წელს მოსახლეობის რაოდენობა იყო 2,717,625, 2004 წელს 3,993,800, 2005 წელს 3,035,461, სულ ბოლო 12 წლის განმავლობაში ახალი ზელანდიის მოსახლეობა გაიზარდა 1,485,793-ით, ე.ი. 2,8-ჯერ. საშუალო წლიური ზრდა 0,92 %-ია (2007), 0,97% (2008), ანუ ბოლო 12 წლის მანძილზე საშუალო წლიური ზრდა 1,42-ია.
ახალ ზელანდიაში შობადობის კოეფიციენტი 2009 წლის მონაცემებით 13,94-ია ყოველ 100 კვ.კმ-ზე, სიკვდილიანობის კოეფიციენტია 7 ყოველ 1000 კაცზე. ბოლო 12-20 წლის განმავლობაში შობადობის დონე მერყეობს 16,24-13,72-ის ფარგლებში. 1995 წელს დაიბადა 16 ადამიანი ყოველ 1000 კაცზე, 2008 წელს კი -14 ყოველ 1000 კაცზე. თუ შობადობა საშუალო დონეს ინარჩუნებს სიკვდილიანობამ იკლო - 1995 წელს 95 კაცი გარდაიცვალა 1000 კაცზე, ხოლო 2008 წელს კი 7 ადამიანი ყოველ 1000 კაცზე. ბუნებრივი ზრდის კოეფიციენტი 0,8-ს შეადგენს.
ახალ ზელანდიაში იბადება უფრო მეტი მამაკაცი ვიდრე ქალი, დაახლ. 23 ათასით მეტი. 15-64 წლის ასაკისთვის მამაკაცების და ქალების რაოდენობა თითქმის თანაბრდება (მცირე რაოდენობით უპირატესობა აქვთ მამაკაცებს). მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა 2009 წლის მონაცემებით ასეთია, 14 წლის ასაკის ჩათვლით 66,5 % (აქედან მამაკაცები 1,404,143 და ქალები 1,399,530), 65 წლის ასაკის ზემოთ 12,8%-ია (მამაკაცები 244,986, ქალები 293,063).
ახალი ზელანდიის მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა 2009 წლის მაჩვენებლით 80,36 წელია, მამაკაცების 78,43 ,ხოლო ქალების 82,39. ქალები უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ ვიდრე მამაკაცები. ჩვილთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი ყოველ 1000 ახალშობილზე 4,92-ია, აქედან მამაკაცები 5,53, ქალები 4,27.
რელიგია[რედაქტირება]
2006 წლის მონაცემებით ახალი ზელანდიის მოსახლეობის დაახლ.56%, ქრისტიანობის ყველაზე უფრო დენომინაციები წარმოდგენილია ანგლიკანებით (14,9%), ლათინური მიმართულების კათოლიკებით (12,4%), პრესვიტერიანები (10,9%), მეტოლისტებით (2,9%), ბაპტისტებით (1,3 %), სხვა ქრისტიანებით (9,4%), ახალ ზელანდიაში ინდუიზმის და ისლამის წარმომადგენლები მსხვილ რელიგიურ თემებს წარმოადგენენ. სხვა რელიგიების და კონცეფციების წარმომადგენელთა რაოდენობა 0.5%-ია. ქვეყანაში მოქმედებს მაორების სექტები-რაიტანა და რინგაუ, რომლის სწავლებაც წარმოადგენს მკვიდრთა რელიგიის და ქრისტიანობის საკუთარ თავს. ახალი ზელანდია რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია, ადგილი აქვს ისეთ საინტერესო მოვლენას, როგორიცაა ქრისტიანობის და მკვიდრი მოსახლეობის რელიგიური სიქმინდეების შერწყმას. ასეთი ანალოგიური მოვლენა ლაოსის რელიგიურ სტრუქტურებში არ შეიმჩნევა.
ჰავა[რედაქტირება]
ახალი ზელანდიის ზომიერი ჰავა ხელსაყრელია ხილ-ბოსტნეულის მოსაყვანად. საძოვრებს მთელი წელი წვნიანი ბალახი ფარავს, ამიტომ მეცხოველეობა, განსაკუთრებით კი მეცხვარეობა, ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგად იქცა.
ბუნება[რედაქტირება]
როდესაც მაორები ახალ ზელანდიას მიადგნენ, უკაცრიელი კუნძულები, უღრანი ტყეები, უჩვეულო გვიმრები და ვეებერთელა, უძველესი აგათისის (კაურის) ხეები დახვდათ. ამ ტყეებში ძუძუმწოვრებიდან მხოლოდ ღამურები ბინადრობდნენ, ხოლო ყველაზე დიდ უცნაურობას უფრთო ფრინველები წარმოადგენენ. დღეს ტყეების დიდი ნაწილი გაჩეხილია, ხოლო ფრინველთა ზოგიერთი სახეობა — მთლიანად ამოწყვეტილია. ისეთი ძუძუმწოვრები, როგორიც სხვა ქვეყნიდან შემოსული ვირთაგვებია, ადგილობრივი ფაუნების წარმომადგენლებს ავიწროებენ და ტერიტორიებსა და საკვებს ისაკუთრებენ.
ახალი ზელანდიის ისტორია[რედაქტირება]
1769 წელს ახალ ზელანდიაში კაპიტანი ჯეიმზ კუკი ჩავიდა, ხოლო ცოტა ხანში კუნძულზე ბრიტანელი ვაჭრები, მისიონერები და კოლონისტები გამოჩნდნენ. ახალმოსახლეებსა და მაორებს შორის მიწისათვის შეხლა-შემოხლა ატყდა, რასაც სისხლისმღვრელი ომები მოჰყვა. 1870 წლისთვის მაორები დამარცხდნენ, რის შედეგადაც მათი ცხოვრების ტრადიციული წესი თითქმის მთლიანად გაქრა.
1818 წელს ახალ ზელანდიაში დაიწყო ომი ბრიტანელ ახალმოსახლეებსა და მაორებს შორის.
1840 წელს მაორებსა და ბრიტანელებს შორის დაიდო ვაიტანგის ხელშეკრულება. შეთანხმების მიხედვი, დაცულ იქნა მაორების უფლებები მიწაზე. ახალი ზელანდია ბრიტანეთის კოლონია გახდა.
1869 წელს სურსათის გაყინვა გამოიგონეს, რამაც ხელი შეუწყო მეცხვარეობისა და მერძევეობის განვითარებას, რადგან ამიერიდან ცხვრის ხორცი და კარაქი უცხოეთშიც გაიყიდებოდა. 1973 წლამდე, ვიდრე დიდი ბრიტანეთი ევრო კავშირში არ გაწევრიანდა, ახალზენალდიური პროდუქტების დიდი ნაწილი სწორედ იქ საღდებოდა, დღეს კი ქვეყანას მჭიდრო სავაჭრო კავშირი აქვს ავსტრალიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასთან.
1985 ახალმა ზელანდიამ აკრძალა ატომური იარაღით ვაჭრობა.
კულტურა[რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება]
მაორიმ დიდი გავლენა იქონია წერაში და იდეების გამოაშკარავებაში, ასევე ორალური ისტორიებისა და პოემებში იქნა ეს ფორმა გამოყენებული.[7] ბევრი ადრეული ინგლისური ლიტერატურა მიღებული იქნა ბრიტანეთიდან 1950-იან წლებამდე, როდესაც ლოკალურმა პუბლიკაციამ გაზარდა ახალი ზელანდიის ლიტერატურის დაწყების მცდელობები და ფართოდ გახდა ცნობილი.[8]
სპორტი[რედაქტირება]
უმრავლესობა ახალი ზელანდიის სპორტიდან აქვს ინგლისური ფესვები.[9] გოლფი, ნეთბოლი, ჩოგბურთი და კრიკეტი არის 4 საუკეთესო სპორტი ქვეყანაში, ასევე ფეხბურთი ყველაზე პოპულარულია ახალგაზრდა ხალხში და რაგბი კი ყველაზე მიზიდვადი სპორტია მაყურებლებს შორის.[10] რაგბის ტურში გამარჯვებებმა გვიან 1880-იან და ადრეულ 1900-იან წლებში დიდი როლი იქონია ქვეყნის საკუთარი სახელის დამკვიდრებაში,[11] მიუხედავად ამისა, ამ სპორტის სახეობის გავლენა მას შემდეგ შემცირდა.[12] ასევე აღსანიშნავია ცხენის ჯირითი, რომელიც დიდი პოპულარულით სარგებლობდა მაყურებლებს შორის 1960-იან წლებში.[13] მაორის მონაწილეობა ევროპულ სპორტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია რაგბი, სადაც ქვეყნის ნაკრები ასრულებს ჰაკას ყოველი საერთაშორისო მატჩის დაწყების წინ.[14]
ახალ ზელანდიას ჰყავს ძალიან კარგი გუნდები საერთაშორისო არენებზე რაგბში, ნეთბოლში, კრიკეტში და სოფტბოლი, ასევე ტრადიციულად კარგად თრეიტლონში, იახტების შეჯიბრში და ველო-სპორტში. ქვეყანას კარგი შედეგი აქვს ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული მედლებით.[10][15] ახალი ზელანდიის ნაციონალური რაგბი უნიონი ხშირად აღიარებულია როგორც მსოფლიოში საუკეთესოდ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის თასის მფლობელებიც არიან. ახალი ზელანდია ასევე ცნობილია მისი ექსტრემალური სპორტით და სათავგადასავლო ტურიზმით, ასევე ძლიერი ალპინიზმის ტრადიციებით.[16] კიდევ არის ისეთი სპორტის სახეობები, რომელიც ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს: ველო-სპორტი, თევზაობა, ცურვა, სირბილი, ნიჩბოსნობა, ნადირობა.[17][18]
No comments:
Post a Comment