Thursday, January 16, 2014

ლიბერია

პოლიტიკური წყობილება[რედაქტირება]

  • მმართველობის ფორმა : საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სირლიფი.
  • საკანონმდებლო ორგანო :
  • სენატი - 30 წევრი.
  • წარმომადგენელთა პალატა -64 წევრი.
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 15 პროვინცია.

ბუნება[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ლიბერიის გეოგრაფია.
Li-map KA.png
სანაპირო დაბლობი სუსტად დანაწევრებული და ადგილ-ადგუილ დაჭაობებულია. ქვეყნის სიღრმეში ვაკე მაღლდება (400-600 მ) და გადადის ტალღოვან ლეონე-ლიბერიის მაღლობში (მთა ნიმბა, 1752 მეტრი). არის რკინისალმასისა და ოქროსსაბადოები.
ჰავა ცხელი და ნოტიოა. საშუალო თვიური ტემპერატურები 28 გრადუსზე მაღალია. ნალექები 1500-2000 მმ წელიწადში (შიგა რაიონებში) და 5000 მმ (ატლანტის ოკეანის სანაპიროზე).
მდინარეთა ქსელი ხშირია ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეები - მანოლოფასენტ-პოლი (დიანი), სენტ-ჯონისესიკავალი - ზემო და შუა დინებაში ჭორომიანია. სანაოსნოა მდინარე სენტ-პოლი (ქვემო დინებაში).
ტერიტორიის დაახლ. 1/3 დაფარულია ხშირი მარადმწვანე ეკვატორული ტყით. ნიადაგი წითელ-ყვითელ ლატერიტულია. ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არის ფოთოლმცვენი და ნათელი ტყეები. გვინეის საზღვართნ მაღალბალახოვანი სავანაა, სადაც ხარობს აკაცია და ბაობაბი. სანაპიროზე გავრცელებულია მანგროვიანი მცენარეულობა.
სავანაში ბინადრობს კამეჩიანტილოპაჯიქიგარეული ღორი. ტყეში ბევრია მაიმუნი და გველი. მრავალფეროვანია ფრინველებისა და მწერების ფაუნა.

რელიგია[რედაქტირება]

2008 წლის მიხედვით მოსახლეობის 85.5% ქრისტიანი, ხოლო 12.2% მუსლიმანია. მუსლიმანების ძირითადი ნაწილი წარმოადგენს მანდინკასა და ვაის ხალხებს. ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევარია 5%, ხოლო 1.5% არა რელიგიურია. მოსახლეობის მცირე ნაწილი ასევე არისბაჰაისტისიქი და ბუდისტი. ტრადიციული რელიგიებიდან ყველაზე გავრცელებულია პორო და სანდე.

No comments:

Post a Comment