Thursday, January 16, 2014

კვიპროსი

  • ოფიციალური — კვიპროსის რესპუბლიკა.
  • ეროვნულიბერძნული — Κύπρος; Kypriake Dimukratia; თურქული — Kibris; Kibris Cumhuriyeti.
  • ეტიმოლოგია: სახელწოდება მომდინარეობს სპილენძის ლათინური ფორმიდან cuprum, მართლაც ქვეყანა უხსოვარი დროიდანვე ცნობილია სპილენძის საბადოებით.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Cyprus-CIA WFB Map.png
რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 9 251 კმ²-ს, მათ შორის 37 % დღემდე მიტაცებული აქვს თურქეთს (3 355 კმ²) და მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა.

სახელმწიფო[რედაქტირება]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

კვიპროსის რესპუბლიკა იყოფა 6 რაიონად (ბერძნ. επαρχίεςეპარქია).
  • ნიქოზია (Λευκωσία ლევქოზია, თურქ. ლევკოშა) — იყოფა ბერძნულ და თურქულ სექტორებად;
  • კირენია (Κερύvεια, თურქ. გირნე) — მთლიანად თურქულ სექტორშია;
  • ლარნაკა (Λάρνακα, თურქ. იშქელე) — ბერძნული სექტორი, მცირე ნაწილი თურქულ სექტორში;
  • ლიმასოლი (Λεμεσός ლემესოსი) — ბერძნული სექტორი;
  • პაფოსი (Πάφος, თურქ. ბაფი) — ბერძნული სექტორი;
  • ფამაგუსტა (Αμμόχωστος ამოხოსტოსი, თურქ. გაზიმაგუშა (მაგუშა) — უდიდესი ნაწილი მდებარეობს თურქულ სექტორში, სამხრეთი ნაწილი ბერძნულ სექტორში.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება]

1963 წელს რეაქციულმა ძალებმა გამოიწვიეს შეირაღებული შეტაკება ბერძნულ და თურქულ თემებს შორის. 1974 წელს კუნძულის ჩრდილოეთში თურქეთმა გადმოსხა თავისი შეიარაღებული ძალები და მოახდინა მისიოკუპაცია, სადაც მოგვიანებით (1976) გამოცხადებულ იქნა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“. ეს იყო რეაქცია იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ კვიპროსის მიერთებას საბერძნეთისათვის.გაეროს ეგიდით 1988 წელს დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის მომავალი გაერთიანებისათვის, რომელიც დღემდე უშედეგოდ გრძელდება. კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებამ ახალი იმპულსი მისცა პრობლემის მოწესრიგებას.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

ისტორიული მუზეუმი ნიქოზიაში, ამატუსის ფინიკიური კოლონის ნაშთები, ვენეციური ციხე-სიმაგრე (XII ს.), პაფოსიტროოდოსის მთიანეთის ძეგლები.
ბრიტანული კოლონიზაციის, რომელიც 1959 წლამდე გაგრძელდა, ყველაზე თვალშისაცემი მემკვიდრეობაა მარცხენამხრიანი საავტომობილო მოძრაობა და ინგლისური ენის ცოდნა.
ნიქოზია და კოლოსი ცნობილია თავიანთი ციხე–სიმაგრეებით. სწორედ კვიპროსში ნახავთ ლაზარეს სამარხს, წმინდა პეტრეს კოლონას და ლიმასოლი, თავისი სასახლე-ციხე-სიმაგრით,სადაც 1191 წელს ლეგენდარულმა მეფემ რიჩარდ ლომგულად წოდებულმა ქორწილი გამართა, მეფემ კუნძული იერუსალიმისკენ მიმავალმა დაიპყრო.
მართმადიდებლური კვიპროსის მონასტრების უმრავლესობას იუნესკო იცავს. მათ შორის ყველაზე ცნობილი კიკოსია, რომელიც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით არის ცნობილი. ხატის დანახვა ადამიანს არ შეუძლია: მას სპეციალური ქსოვილით ფარავენ და მხოლოდ პატარა ”ფანჯარას” უკეთებენ, რომელსაც რელიგიური დღესასწაულების დროს აღებენ. ოდითგანვე ითვლებოდა, რომ ვინც ხატს დაინახავდა ის დბრმავდებოდა. როდესაც ბერები ქსოვილს ცვლიან, მაშინაც ხატს ყველა იქ დამსწრემ თვალი უნდა აარიდოს.
ხმელთაშუა ზღვის ამ ქვეყანაში ღვინის ნამდვილი კულტია. როგორც ამბობენ კუნძულზე ორი სახის ღვინოა : კარგი და უფრო კარგი.
კვიპროსელები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში დანაშაული თითქმის არ ხდება. ამას მეტყველებს ერთადერთი ციხე, რომელშიც ძირითადად ვადაგასული პასპორტების მქონე ტურისტები იხდიან სასჯელს. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან ამ ქვეყანაში ჩასულ ტურისტს, იმის მიუხედავად, რომ მის ვიზას ვადა გაუვიდა, მიწიერ სამოთხესთან განშორება უჭირს

No comments:

Post a Comment