Thursday, January 16, 2014

ვიეტნამი

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Viet Nam, Cong Hoa Xa Hoi Chu Nghia Viet Nam.
  • ეტიმოლოგია: სიტყვა „ვიეტ“ არის ჩინური იეროგლიფის ვიეტნამური წარმოთქმა, რომლის მნიშვნელობა არის „შორს“, „გადალახვა“, „გავლა“. ის მიანიშნებს ჩინეთისშან შორს მდებარე ქვეყანას. მეორე სიტყვა „ნამ“ სამხრეთს ნიშნავს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Vietnam-CIA WFB Map.png
ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ლაოსიკამბოჯაჩინეთი. ფართობი: 331.688 კვ.კმ.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : კომუნისტური რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ნგიენ მინ ჩიეტი(Nguyễn Minh Triết, 2006).
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (498 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 58 ოლქი (tinh) და 3 მუნიციპალიტეტი (thu do).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

  • რესურსები : ფოსფატები, ქვანახშირი, მანგანუმი, ბოქსიტები, ქრომატი, ნავთობის და გაზის მარაგები, ტყეები, ჰიდროენერგია.
  • ექსპორტი : ქვანახშირი, ბრინჯი, კაუჩუკი.
  • ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 430 $.
  • ვალუტა : დონგი (VND).

ისტორია[რედაქტირება]

1858-84 წლებში ფრანგული კოლონიალური სამფლობელოს ნაწილი იყო ინდოჩინეთში. 1945 წელს ვიეტნამიდან გაყვანილ იქნაიაპონიის საოკუპაციო შენაერთები. 1946-დან 1954 წლამდე წარმოებდა ომი დამოუკიდებლობისათვის საფრანგეთის წინააღმდეგ. ჟენევის კონვენციის შესაბამისად ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო მე-17 პარალელით. ამის შემდეგ დაიწყო ომი ჩრდილოეთ ვიეტნამსა და სამხრეთ ვიეტნამს შორის (რომელსაც აქტიურად ეხმარებოდა აშშ). იგი 1976 წელს დასრულდა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის შექმნით. 1978-79 წლებში ვიეტნამს ჰქონდა ომიკამბოჯასთან და სასაზღვრო კონფლიქტი ჩინეთთან. 90-იან წლებში ეს პრობლემები მოწესრიგდა.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

ჰუეს მონუმენტური კომპლექსი, ძველი ქალაქი ჰოი ანი, ჰა ლონგის ყურე, ფონგ-ნაკე-ბანგის ეროვნული პარკი

No comments:

Post a Comment