Thursday, January 16, 2014

იორდანია

იორდანია (არაბ. الأردن‎‎, ალ-ურდუნი), ოფიციალური სახელწოდებაა იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (არაბ. المملكة الأردنية الهاشمية‎‎) — არაბული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სირია, ჩრდილო-აღმოსავლეთით ერაყი, სამხრეთით და აღმოსავლეთით საუდის არაბეთი, ხოლო დასავლეთითისრაელი და პალესტინა. იორდანია ისრაელს და პალესტინას ესაღვრება მკვდარი ზღვის სანაპიროთი, ხოლო აკაბის ყურით ისრაელს, ეგვიპტეს და საუდის არაბეთს.
ოფიციალური სახელწოდებაა იორდანიის ჰაშემიტური სამეფო. ტერიტორიის 99% უდაბნოებს და ნახევარუდაბნოებს უკავია. ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს მსდოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - პეტრა.

სექციების სია

  [ჩვენება

დემოგრაფია[რედაქტირება]

იორდანიის მოსახლეობა 5.9 მილიონი ადამიანია. მოსახლეობის 95% - არაბია. იორდანელი არაბები მოსახლეობის 35% შეადგენენ, 55 % — პალესტინელები[1], რომლებიც აქ ისრაელ-არაბეთის ომის შემდგომ გადმოსახლდნენ 1948 და 1967 წლებში. სხვა ეთნიკური წარმომადგენლები: ადიღეველებიჩეჩნებისომხები და ქურთები.
2003 წელს ერაყთან ომის შემდგომ ქვეყანაში ბევრი ერაყელი დასახლდა. მათი რაოდენობა იორდანიაში 150 - 300 ათ. აღწევს.[2]
დასაქმების სამინისტროს მონაცემებით ქვეყანაში დაახლოებით 300 000 ათასი მუშა იყოფება, მათი უმრავლესობა ეგვიპტელები არიან (227 000), დანარჩენები ძირითადად არიან ბანგლადეშიდანჩინეთიდანფილიპინებიდანშრი-ლანკიდან და ინდოეთიდან.

რელიგია[რედაქტირება]

მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევრები არიან. ქრისტიანები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს შეადგენენ, პარლამენტში კი ადგილების 20% უკავიათ. ძირითადში ქვეყნის ქრისტიანული მოსახლეობა მართლმადიდებლები არიან. ნაწილი კი კათოლიკები არიან.

ენა[რედაქტირება]

ოფიციალური ენაა — არაბული, ბიზნესში და სამთავრობო სტრუქტურებში ასევე გავრცელებულია ინგლისური ენა. არაბული და ინგლისური არის აუცილებელი ენები, რომლებიც სკოლებში ისწავლება. ასევე არის ფრანგული ენაც. ქვეყანაში რადიო გადაიცემა არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

სახელმწიფო მოწყობა[რედაქტირება]

IordaniaGEO.jpg
იორდანია— კონსტიტუციური მონარქია, რაც გამყარებულია კონსტიტუციით, რომელიც მიღებული იქნა 1952 წლის 8 იანვარს. მართვის სადავეები ხელთ უპყრია მეფეს და მის მინისტრთა საბჭოს. მეფე იღებს კანონებს, მისი დაბლოკვა შესაძლებელია მხოლოდ ნაციონალური ანსამბლეის ზედა და ქვედა პალატის წევრთა 2/3 ხმების რაოდენობის მოგროვებით.
კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიურ, სამოქალაქო და სპეციალურ სასამართლოს. ქვეყანა დაყოფილია 12 მუჰაფაზად.
რეგიონები, რეგიონლარუცი ცენტრები, მოსახლეობის რაოდენობა
მუხაფაზამუხაფაზა (ინგ.)ცენტრიფართობი, კვ.კმმოსახლეობა (2004)
აჯლუნიAjlunაჯლუნი412118 496
აკაბაAqabaაკაბა6 583101 736
ამანიAmmanამანი8 2311 939 405
ჯარაშიJerashჯარაში402153 650
ირბიდიIrbidირბიდი1 621925 736
მაანიMa’anმაანი33 16392 672
მადაბაMadabaმადაბა2 008129 792
ეზ-ზარკაZarqaეზ-ზარკა4 080774 569
ელ-ბალკაBalqaეს-სალტი1 076344 985
ელ-კარაკიKerakელ-კარაკი3 217204 135
ელ-მაფრაკიMafraqელ-მაფრაკი26 435240 515
ეტ-ტაფილაTafilahეტ-ტაფილა2 11475 290

No comments:

Post a Comment