კონგოს რესპუბლიკა (ფრანგ. République du Congo; კონგოს ენაზე: Repubilika ya Kongo; ლინგალა: Republiki ya Kongó, ასევე უწოდებენ კონგო ბრაზავილს ან უბრალოდკონგოს) - ქვეყანა ცენტრალურ აფრიკაში. ესაზღვრება გაბონს, კამერუნს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ანგოლელებისანკლავს კაბინდას პროვინციაში და გვინეის ყურეს.
რეგიონში დომინირებდა ბანტუს ტომი, რომელიც წარსულში მდინარე კონგოს გასწვრივ აწარმოებდა ვაჭრობას. დღევანდელი რესპუბლიკა ყოფილი ფრანგული კოლონიაა, რომელმაც 1960 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა[1]. კონგოს სახალხო რესპუბლიკა იყო საბჭოთა ბლოკის წევრი, მარქსისტულ-ლენინისტური ერთპარტიული სახელმწიფო.1970 წლიდან 1992 წლამდე კომუნისტური რეჟიმი შეცვალა დემოკრატიულმა არჩევნებმა, თუმცა 1997 წლის სამოქალაქო ომის შედეგად ჩამოაგდეს არჩეული პრეზიდენტიპასკალ ლისოუბა და დაბრუნდა ყოფილი დიქტატორი დენის სსაუ ნგუესსო.
No comments:
Post a Comment