Saturday, January 18, 2014

მერილინ მონრო

მერილინ მონრო (ინგლ. Marilyn Monroe) (დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი, ინგლ. Norma Jeane Mortenson) (დ. 1 ივნისი1926 – გ. 5 აგვისტო1962) იყო ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობიმომღერალიმოდელიჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო. მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მერილინ მონრო დაიბადა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს საქველმოქმედო პალატაში. ბიოგრაფ ფრედ ლავრენს გილზის თანახმად, მისმა ბებიამ დელა მონრო გრეინჯერმა ის აიმე სემპლ მაკფერსონს მოანათვლინა როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი. მიუხედავად იმისა რომ 1946-ში მან სასცენო სახელად მერილინ მონრო აიღო, მას მაინც არ შეუცვლია ლეგალურად თავისი სახელი 1956 წლის 23 თებერვლამდე. მონროს დედა გლედის პირლ მონრო ბეიკერი იყო. წლების მანძილზე სჯეროდათ, რომ გლედისის მეორე ქმარი მარტინ ედვარდ მორტენსენი (დ. 1897 - გ. 1981)იყო მერილინის მამა. ასევე, მონროს დაბადების მოწმობაშიც სწორედ მისი სახელი და გვარი ეწერა.
ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის სერიოზულ როლებზე მუშაობდადა მისი წარმატება მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.
მერილინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (Jack Clemmons, პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]


წელიქართულადორიგინალური სახელწოდებაროლი
1950ყველაფერი ევას შესახებAll About Eveმის კლაუდია კასველი
1953ჯენტლმენები ირჩევენ ქერებსGentlemen Prefer Blondesლორილი ლი
1955შვიდი წლის თავზეThe Seven Year Itchგოგონა
1959ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიანSome Like It Hotშუგარ კეინ კოვალჩიკი
1961დაუმორჩილებლებიThe Misfitsროსლინ ტეიბერი

No comments:

Post a Comment