Wednesday, January 15, 2014

ლატვია

ლატვია (ლატვ. Latvija), ოფიციალურად: ლატვიის რესპუბლიკა (ლატვ. Latvijas Republika) — ქვეყანაჩრდილოეთ ევროპაშიბალტიის რეგიონში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ესტონეთი (343 კმ.), სამხრეთით ლიტვა (588 კმ.), აღმოსავლეთით რუსეთი (276 კმ.), სამხრეთ-აღმოსავლეთით ბელარუსი (141 კმ.), ხოლო დასავლეთით საზღვაო საზღვარი აქვს შვედეთთან. 2,070,371 მოსახლით[3] (ლატვიის მოსახლეობის მაქსიმუმს შეადგენდა 2.67 მილიონი 1990 წელს) და 64589 კმ²[4] ტერიტორიით ის ერთერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანაა ევროპის კავშირში. ლატვიის დედაქალაქია რიგა. ოფიციალური ენა არის ლატვიური, ხოლო ვალუტა ლატი. ქვეყანა მდებარეობს ზომიერი სარტყლებში.

სექციების სია

  [ჩვენება

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

სავარაუდოდ თანამადროვე ლატვიელების წინაპრები ცხოვრობდნენ მდინარე ლატას ან ლეტას ნაპირებზე. მე-19 საუკუნემდე იგი სხვადასხვაგვარად იწოდებოდა: Lettland, Lotygola, Leththia, Lothwa.
ასევე არსებობს ვერსია, რომ დასახელება ლატვია მომდინარეობს ანტიკური ლატგალელებისგან, რომლებიც სელებთანკურშებთან და ზემგალებთან ერთად წარმოადგენდნენ დღევანდელი ლატვიელების წინაპრებს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Latvia-CIA WFB Map ka.png
ლატვია მდებარეობს ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე ესტონეთსა და ლიტვას შორის. ტერიტორიითა და მოსახლეობით მას ასევე შუალედური მდებარეობა აქვს სამ ბალტიურ ქვეყანას შორის. ფართობი - 64.589 კვ.კმ.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ანდრის ბერზინში.
  • მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (100 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 8 ოლქი - რიგა, პიერიგა, კურზემე, ვიდუსლატვია, დაუგავა, ზიემელაუსტრუმი, რეზეკნე, ლატგალე.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ლატვიის მოსახლეობა 1950–2012 წლებში.
ლატვიის სრული მოსახლეობა 2012 წლისთვის შეადგენს: 2,070,371 ადამიანს. მათ შორის - ლატვიელები 62.1%, რუსები 26.9%, ბელორუსები 3.3%, უკრაინელები 2.2%,პოლონელები 2.2%, ლიტველები 1.2%, ებრაელები 0.4%, ბოშები 0.3%.[5]
ლატვიის სახელმწიფო ენაა ლატვიური. ასევე გავრცელებული ენებია : ლიტვური და რუსული.
ლატვიის დედაქალაქია რიგა, სხვა დიდი ქალაქები: დაუგავპილსი , ლიეპაია , იელგავა , იურმალა .

რელიგია[რედაქტირება]

ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავს მიიჩნევს ქრისტიანად, თუმცა რეგულარულად ღვთისმსახურებას მოსახლეობის მხოლოდ 7% ესწრება. 2011 წლის მიხედვით უდიდესი რელიგიური ჯგუფები იყო:

ეკონომიკა[რედაქტირება]

საუკუნეების განმავლობაში ძირითადად აგრარულ ქვეყნად ითვლებოდა. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ასევე ზღვაოსნობა, თევზჭერა და სატყეო მეურნეობა.
  • რესურსები - ტორფიკირქვადოლომიტიჰიდროენერგია, ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
  • ექსპორტი - კვების პროდუქტები, ქიმიური მრეწველობის პროდუქცია.
  • ბიუჯეტი - 2,400 მლნ $.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3.480 $.
  • ვალუტა - ლატი (LVL).

ისტორია[რედაქტირება]

ისტორიულად ლატვიას ბევრი საერთო აქვს თავის მეზობლებთან. 1918-40 წლებში ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყვნენ. შემდეგ ჩართულნი იქნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წლიდან კი კვლავ გავიდნენ მსოფლიო არენაზე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ლიტვასთან მას მჭიდრო ენობრივი, ხოლო ესტონეთთან ისტორიული და რელიგიური კავშირები აქვს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ლატვიამ განახორციელა მნიშვნელოვანი წისვლა საბჭოთა ეკონომიკიდან თავისუფალი ბაზრისაკენ. ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დადგა 2002 წლის დეკემბერში კოპენჰაგენის ევროპულ სამიტზე, სადაც მან მიიღო ოფიციალური მიწვევა ევროკავშირის წევრობაზე 2004 წლისათვის. 2003 წლის სექტემბერში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • არქიტექტურა:
    • რიგა: ისტორიული ცენტრი, საკათედრო ტაძარი (XIII ს.), წმ. იანის ეკლესია (XV ს.), წმ. პეტრეს ტაძარი (XVI ს.);
    • ლიეპაია: XVIII ს-ის ტაძარი;
    • ელგავა: XVII ს-ის ტაძარი;
  • ლიტერატურა: ლატვიური ეპოსი ლაჩპლესისი (1888).
  • ტურიზმი: საკურორტო ცენტრი იურმალა;

No comments:

Post a Comment